19 მაისი 2024,   02:07
ვრცლად
ლონდონის ტერაქტთან დაკავშირებით 18 წლის მამაკაცი დააკავეს

ბრიტანელმა სამართალდამცველებმა ლონდონის ტერაქტთან დაკავშირებით პირველი ეჭვმიტანილი დააკავეს. 18 წლის მამაკაცი ქალაქ დუვრის პორტში აიყვანეს. ეჭვმიტანილი ამ დრომდე ადგილობრივი პოლიციის განყოფილებაში რჩება, მოგვიანებით კი, მას ლონდონში გადაიყვანენ. სპეცოპერაციის სხვა დეტალები უცნობია.

ტერაქტი ლონდონის მეტროსადგურში გუშინ დილით მოხდა. მატარებლის ვაგონში აფეთქების შედეგად ბოლო მონაცემებით, 30 ადამიანი დაშავდა.

თავდასხმაზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო.

მომხდარის შემდეგ დიდ ბრიტანეთში ტერორისტული საფრთხის დონე კრიტიკულ დონემდე გაზარდეს, რაც შესაძლო გარდაუვალ საფრთხეზე მიუთითებს. 

ამავე თემაზე
დღის ამბები