28 დეკემბერი 2024,   00:32
ვრცლად
სკანდალური ჩვენება - პატრიარქის სახლში ტერორიზმში, მკვლელობასა და გატაცებაში ბრალდებულები იმალებოდნენ

საპატრიარქოს უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსის, სოსო ოხანაშვილის სკანდალური ჩვენება - პატრიარქის სახლში 2016 წელს რამდენმე თვის განმავლობაში ტერორიზმში, ადამიანის მკვლელობასა და გატაცებაში ბრალდებული სამი პირი იმალებოდა. მათ თურქი სამართალდამცველები ეძებდნენ.

სოსო ოხანაშვილმა სკანდალური ისტორიის დეტალები ე.წ. ციანიდის საქმის სასამართლო სხდომაზე გააჟღერა. მისი ჩვენებიდან ირკვევა, რომ ილია მეორეს სახლში თურქეთის ძებნილი მოქალაქეები პატრიარქის დაცვის თანამშრომლებმა აღმოაჩინეს და ისიც დაადგინეს, რომ უწმინდესის რეზიდენციაში ისინი, პატრიარქის მდივან-რეფერენტმა, შორენა თეთრუაშვილმა და საპატრიარქოს უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, გიორგი ანდრიაძემ დააბინავეს.

უცნობია, დაკითხეს თუ არა სამართალდამცველებმა ამ საქმეზე გიორგი ანდრიაძე ან შორენა თეთრუაშვილი. სოსო ოხანაშვილის ჩვენებიდან ირკვევა, რომ პატრიარქის სახლში თურქეთის ხელისუფლების მიერ ძებნილი პირების ყოფნის შესახებ ინფორმაცია ქართველ სამართალდამცველებს ჰქონდათ.

სოსო ოხანაშვილი ყვება რომ პატრიარქრის პირად რეზიდენციაში რამდენიმე თვის განმავლობაში, თურქეთის ძებნილ მოქალაქეებს შორენა თეთრუაშვილი და გიორგი ანდრიაძე ისე მალავდნენ, რომ ილია მეორემ არაფერი იცოდა. მის სახლში განვითარებული მოვლენების შესახებ ინფორმაცია კათალიკოსს ოხანაშვილმა მიაწოდა. პატრიარქის გადაწყვეტილებით, ძებნილი პირები მისი სახლიდან დაცვის სამსახურმა 2016 წლის აპრილში გაიყვანა.

„კურიერისთვის" ცნობილი გახდა, რომ 2016 წლის აპრილში ილია მეორეს სახლში განვითარებულ მოვლენებს საპატრიარქოში დიდი სკანდალი მოჰყვა. ერთმანეთს შორენა თეთრუაშვილი და სოსო ოხანაშვილი დაუპირისპირდნენ.

გიორგი ანდრიაძემ „კურიერის“ კითხვებს არ უპასუხა.

 

დღის ამბები