20 აპრილი 2024,   12:50
ვრცლად
ბიძინა ივანიშვილი დღეს პოლიტიკაში არ არის, მე არ ვიტყოდი, რომ არაფორმალური მმართველია - ირმა ინაშვილი

„პატრიოტთა ალიანსის" თბილისის მერობის კანდიდატის აზრით, ბიძინა ივანიშვილი არაფორმალური მმართველი არ არის. ირმა ინაშვილმა გადაცემა „განსხვავებულ აქცენტებში“ განაცხადა, რომ ყოფილი პრემიერმინისტრი პოლიტიკაში დღეს არ არის და ის მოუწოდებს ბიძინა ივანიშვილს, რომ საჯაროდ ჩაერთოს პოლიტიკურ პროცესებში, რადგან „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერის აზრით, ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისია.

„რბილი დიქტატურის დამყარების ნიშნებია, მართალია პატიმრებს აღარ აწამებენ, მაგრამ სისტემის უზურპაცია საარჩევნოდ ნიშნავს, რომ გადახვალ მედიაზე... ქვეყანაში ერთპარტიული დიქტატურა მყარდება. ბიძინა ივანიშვილი დღეს პოლიტიკაში არ არის. მე არ ვიტყოდი, რომ არაფორმალური მმართველია იმიტომ, რომ ბიძინა ივანიშვილს რამდენჯერმე მოვუწოდე, საჯაროდ გამობრძანდეს და დღეს, როდესაც ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისია, მისი დაპირება შეასრულოს. მან თქვა, რომ თუ იქნება კრიზისი ქვეყანაში, მე გამოვალ და ამ პროცესებში ჩავერევი. ბატონო ბიძინა, ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისია, მოახდინეს კონსტიტუციისა და საარჩევნო სისვრცის უზურპაცია თქვენმა მოყვანილმა ადამიანებმა და ამ პროცესში საჯაროდ ჩაერთეთ,“- განაცხადა ირმა ინაშვილმა. 

ირმა ინაშვილმა მის საარჩევნო პროგრამაზეც ისაუბრა და წვრილი ბიზნესების განვითარებაზე გააკეთა აქცენტი. მისი თქმით, ბიუჯეტიდან გამოყოფილი ერთი პროცენტი მსგავს ბიზნესს ხელს შეუწყობს. ირმა ინაშვილი აცხადებს, რომ წვრილი ბიზნესის დასახმარებლად ფონდი შეიქმნება.

„უნდა განვითარდეს თბილისშიც და თბილისის ფარგლებშიც მიკრობიზნესი, წვრილზე წვრილი ბიზნესი," - აცხადებს ირმა ინაშვილი.

„პატრიოტთა ალიანსის" წევრმა თბილისის მერობის კანდიდატებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ალეკო ელისაშვილს კახი კალაძე ურჩევნია. 

„მე ამომრჩეველს იმისკენ კი არ მოვუწოდებ, რომ კახი კალაძეს დაუჭირონ მხარი, მე მოვუწოდებ იმისკენ, რომ ირმა ინაშვილს და „პატრიოტებს“ დაგვიჭირონ მხარი და მერე რა მოხდება მომავალში, კვირიკაშვილი დარჩება თუ არა პრემიერად და კახი კალაძე გახდება თუ არა მერი, თუ გახდება ირმა ინაშვილი, ამას მალე ვნახავთ,“ - განაცხადა ირმა ინაშვილმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები