„პატრიოტთა ალიანსის“ აქტივისტებმა ღამე თბილისის პარლამენტის შენობასთან გაატარეს. მათ გუშინ საკონსტიტუციო ცვლილებების, სოციალური პრობლემების და რუსეთთან მოლაპარაკებების დაწყების მოთხოვნით, შიმშილობა დაიწყეს.
პროტესტის უკიდურეს ფორმას წინ უძღოდა აქცია - მსვლეობა, რომელშიც პარტიის ლიდერებიც მონაწილეობდნენ.
ირმა ინაშვილის განცხადებით, აქციები მასობრივ ხასიათს მიიღებს. ინაშვილი ამბობს, რომ ლიდერები შიმშილობას იმ შემთხვევაში დაიწყებენ, თუკი მათ მოთხოვნებს ხელისუფლება არ დააკმაყოფილებს.