19 მაისი 2024,   14:56
ვრცლად
„მიშა წადი“ - ლვოვის სასამართლოსთან მიხეილ სააკაშვილს ელოდებიან

„მიშა წადი“ - შინაარსის ტრანსფარანტებით საქართველოს მესამე პრეზიდენტს უკრაინაში, სასამართლოს შენობის წინ ელოდებიან. 

საქართველოს მესამე პრეზიდენტის სასამართლოს პროცესი უკრაინაში ცოტა ხანში დაიწყება. ლვოვის სასამართლოსთან კი ამ დროისთვის ადგილობრივები შეიკრიბნენ.

სასამართლო საზღვრის უკანონოდ კვეთის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე იმსჯელებს, რომელიც დამტკიცების შემთხვევაში, სანქციის სახით ჯარიმას ითვალისწინებს.

შეგახსენებთ, რომ უკრაინის გენერალური პროკურორის, იური ლუცენკოს თქმით, მიხეილ სააკაშვილს საზღვრის გადაკვეთის საქმესთან დაკავშირებით უკრაინაში არც დააპატიმრებენ და არც მისი ექსტრადირება მოხდება.

დღის ამბები