23 დეკემბერი 2024,   01:21
ვრცლად
1 მილიონ 200 ათასმა მანქანამ ტექდათვალიერება 35 სერვისცენტრში უნდა გაიაროს

ავტომობილების სავალდებულო ტექნიკური დათვალიერების შესახებ კანონში ცვლილებები შესაძლოა, 2018 წლის პირველი ივნისიდან არ ამოქმედდეს. საქართველოში რეგისტრირებული 1 200 000 მანქანის მძღოლს ამის თაობაზე ჯერ ინფორმაცია არ აქვს.

მიუხედავად ამისა, მძღოლები ახალი რეგულაციების შესაძლო ამოქმედებას უკვე აპროტესტებენ. ისინი ამბობენ, რომ ახალი წესები მათ ოჯახებს შიმშილის ზღვარზე მიიყვანს. თვითდასაქმებული ადამიანები ხელისუფლებას ხალხის ინტერესების გათვალისწინებას სთხოვენ.

ექსპერტები კი აცხადებენ, რომ საქართველო ავტომობილების სავალდებულო ტექნიკური დათვალიერების შემოღებისთვის მზად არ არის, რადგან ახალი სტანდარტების დასამკვიდრებლად ეკონომიკის სამინისტრო არაფერს აკეთებს და ქვეყანაში არ არსებობს საჭირო რაოდენობის ტექნიკური ცენტრი, რომელიც ავტომობილებს შეამოწმებს.

სპეციალისტების თქმით, თუ ამ პირობებში 1-ლი იანვრიდან სავალდებულო ტექდათვალიერება ამოქმედდება, ამას კატასტროფული შედეგი მოჰყვება, რადგან დღეს ქვეყანაში მოქმედ 35 ავტორიზებულ სერვის ცენტრს 1 მილიონ 200 ათასი ავტომობილის შესამოწმებლად თვეები დასჭირდება.

 

ავტორი: თაკო სურგულაძე

ამავე თემაზე
დღის ამბები