22 ნოემბერი 2024,   16:39
ვრცლად
ტერორიზმში ბრალდებულები პატრიარქის სახლში - თურქეთის ელჩის პირველი კომენტარი

გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ტერორიზმში ბრალდებული პირები თავს საქართველოს საპატრიარქოს აფარებდნენ, საქართველოში თურქეთის ელჩი ეხმაურება. ზექი ლევენთ გუმრუქჩუ ამბობს, რომ ოფიციალური ანკარა ამ დრომდე ელოდება საქართველოდან ერთ-ერთი ბრალდებულის ექსტრადიციას.

შეიარაღებული ტერორისტული დაჯგუფების წევრობაში ბრალდებული ორი პირიდან ერთი ამჟამად უკვე თურქეთშია.

ისინი ქართველმა სამართალდამცველებმა მეზობელი ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე დააკავეს.

„ამ პიროვნებებს ტერორისტული ორგანიზაციის წევრობა ედებათ ბრალად და მათი თურქეთში ექსტრადიციის პროცესი თურქული სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე მოხდა. ჩვენ ქართულ მხარეს ყველა საჭირო დოკუმენტაცია მივაწოდეთ. ორივე პირი საქართველოში სამართალდამცველებმა 2016 წლის გაზაფხულზე დააკავეს. ერთ-ერთი მათგანი უკვე გადაეცა თურქულ მხარეს. მეორე პირის ექსტრადიციასთან დაკავშირებით კი, პროცესი ამ დრომდე მიმდინარეობს და ვფიქრობ, სასამართლოს გადაწყვეტილებას ჩვენ უახლოეს მომავალში შევიტყობთ,” - განაცხადა ზექი ლევენთ გუმრუქჩუმ.

ამავე თემაზე
დღის ამბები