18 მაისი 2024,   22:34
ვრცლად
"რუსეთი თავადაა უდიდესი საფრთხე"- პეტრო პოროშენკო გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოვიდა

რუსეთის აგრესია და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოსახლეობის უფლებების მასობრივი დარღვევები იყო უკრაინის პრეზიდენტის გენერალურ ასამბლეაზე გამოსვლის მთავარი თემა. პეტრო პოროშენკომ განაცხადა, რომ კრემლთან წინააღმდეგობა მოსახლეობას დაპატიმრების და სიცოცხლის ფასად უჯდება.

„რუსეთს არ შეაქვს წვლილი საერთაშორისო უსაფრთხოებაში, რუსეთი თავადაა უდიდესი საფრთხე. ის, სავარაუდოდ, ერთადერთი ქვეყანაა მსოფლიოში, რომელსაც სხვადასხვა სახის კონფლიქტი ყველა მეზობელთან აქვს,“- განაცხადა პეტრო პოროშენკომ.

ქართული მხარე კი ამბობს, რომ რეგულარულად მართავენ კონსულტაციებს გაეროს წევრ სახელმწიფოებთან, რათა დევნილებთან დაკავშირებულ რეზოლუციას, რომელსაც გენერალურ ასამბლეაზე ყოველ წელს აგრძელებენ, კიდევ უფრო მეტი მხარდამჭერი ჰყავდეს.

ეს რეზოლუცია გაეროში 2008 წლიდან განიხილება და ბოლოს ის 71-ე ასამბლეაზე პირველ ივნისს გაგრძელდა. რეზოლუცია არა მხოლოდ აღიარებს დევნილთა ღირსეულ დაბრუნებას და მათ ქონებრივ უფლებებს, ასევე ავალდებულებს გენერალურ მდივანს, ყოველ წელს მოამზადოს ანგარიში დევნილთა მდგომარეობის შესახებ.

გენერალურ დებატებზე მოხსენება ჰქონდა ევროპული საბჭოს პრეზიდენტს დონალდ ტუსკსაც, რომელმაც ტერორიზმის და ექსტრემიზმის პრობლემებზე ისაუბრა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები