19 მაისი 2024,   01:45
ვრცლად
"ენმ"-მა გადაწყვიტა იაფფასიანი მეთოდებით ჩვენს კანდიდატზე, კალაძეზე შეტევა მიიტანოს - ეკა ბესელია

საპარლამენტო უმრავლესობა "ნაციონალურ მოძრაობას" კახა კალაძის მისამართით მიზანმიმართულ დისკრედიტაციაში ადანაშაულებს. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ არჩევნებამდე ერთი თვით ადრე კი, პარლამენტი წინასაარჩევნო რეჟიმზე ოფიციალურად გადასვლა და მუშაობის დროებით შეჩერება რეგლამენტით არის გათვალისწინებული.

"ნაციონალურ მოძრაობაში" კი ეჭვობენ, რომ ამით მმართველი გუნდი შეეცადა, წინასაარჩევნოდ კახა კალაძისთვის უხერხული კითხვები თავიდან აეცილებინა.

„კახი არის თბილისის მერობის ყველაზე ძლიერი და რეალური კანდიდატი და ის ამ არჩევნებში უცილობლივ გაიმარჯვებს. ეს იცის „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და მან გადაწყვიტა, ამ იაფფასიანი მეთოდებით ჩვენს კანდიდატზე შეტევა მიიტანოს. ამიტომ მე მათ ვურჩევ, რომ ასეთი მეთოდების გამოყენებას, მათ ურჩევიათ რეგლამენტის ის ნორმა კიდევ ერთხელ გადაიკითხონ და გაიხსენონ, მათ შორის წინასაპარლამენტო გადაწყვეტილებები,"- განაცხადა ეკა ბესელიამ.

პარლამენტს დღეს "ნაციონალური მოძრაობის" ინიციატივაზე უნდა ემსჯელა, რაც „გაზპრომის“ თემაზე საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნას უკავშირდება. თუმცა უმცირესობისთვის მოულოდნელად, გუშინ მმართველმა გუნდმა წინა საარჩევნო რეჟიმზე გადასვლა გამოაცხადა

დღის ამბები