19 აპრილი 2024,   23:01
ვრცლად
86 წლის სარინა ბარბაქაძეს რამდენიმე თვეა იმის დამტკიცება უწევს, რომ ცოცხალია - ოფიციალურ საბუთებში ის გარდაცვლილად ჩაწერეს

86 წლის სირანა ბარბაქაძე იუსტიციის სახლმა გარდაცვლილად 9 თვის წინ გამოაცხადა, არადა თავად ჯანმრთელობას არ უჩივის. სახელმწიფო უწყებები კი უმტკიცებენ, რომ გარდაცვლილია და შესაბამისად მას პენსია და სოციალური დახმარებაც მოუხსნეს. სირანა ბარბაქაძე ელემენტარული დოკუმენტების მიღებასაც ვეღარ ახერხებს.

სირანა ბებოს გაცოცხლებას ოჯახი 4 თვეა ცდლობს. მოხუცს ხან რომელ ინსტანციაში იბარებენ ხან რომელში. შეხედავენ, დარწმუნდებიან რომ ცოცხალია, მაგრამ გაუქმებულ პირადობის მოწმობას მაინც არ აძლევენ.

ვინ დაუშვა შეცდომა, ოჯახმა არ იცის. გაიგეს მხოლოდ ის, რომ ადგილობრივი მუნიციპალიტეტიდან გარდაცვალების ცნობა საგარეჯოს იუსტიციის სახლში გადაუგზავნიათ. სოფელ ვეჯინის გამგეობაში ამ თემაზე ლაპარაკი არ უნდათ. თავად გამგებელი კი ამბობს, რომ შეცდომა ყველას მოსდის, მიზეზი კი ის არის, რომ ბოლოს დროს გამგებლებს ქელეხში აღარ ეპატიჟებიან და ვინ გარდაიცვალა სოფელში, დადგენა ამიტომ უჭირთ.

გამგეობის შეცდომა ბარბაქაძეების ოჯახს ძვირი უჯდება. ერთი ის რომ მოხუცი ქალბატონი პენსიას ვერ იღებს, მეორე ის რომ სახელმწიფო ვალის დაბრუნებას სთხოვს და მესამეც ყველაზე მთავარი 86 წლის ასაკში იმის მტკიცება უწევს რომ ჯერ ისევ ცოცხალია.

ავტორი: ია გულიაშვილი.

დღის ამბები