20 აპრილი 2024,   16:27
ვრცლად
ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება - „რუსთავი2“-მა კახა კალაძის ერთ-ერთი შეხვედრის სამზადისი გადაიღო

კახი კალაძის მხარდასაჭერად ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების კიდევ ერთი სავარაუდო შემთხვევა თბილისში - „რუსთავი2“-მა „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატის ერთ-ერთი შეხვედრის სამზადისი გადაიღო. კახა კალაძის შეხვედრა ამომრჩეველთან გუშინ მოხდა. 

კადრებში ჩანს, რომ გოგიბერიძის ქუჩაზე, ერთ-ერთ საბავშვო ბაღთან ამომრჩევლის მობილიზება ხდება და მათი დიდი ნაწილი სწორედ ამ ბაღის თანამშრომლები არიან. ამომრჩევლების შეკრების შემდეგ, ისინი სპეციალურად დაქირავებული ავტობუსით ბელიაშვილის ქუჩაზე გადაიყვანეს, სადაც მერობის კანდიდატთან შეხვედრა შედგა.

რაც შეეხება ბაღების თანამშრომლებს, მათი ნაწილი კომენტარისგან თავს იკავებს, ნაწილი კი ამბობს, რომ შეხვედრასთან დაკავშირებით ინფორმაციას რამდენიმე დღის ადრე ფლობდნენ. გარდა ამისა, ხელი მოაწერეს გაურკვეველი შინაარსის დოკუმენტს, რომლის მიხედვითაც მათ განაცხადეს თანხმობა, რომ ისინი აუცილებლად დაესწრებოდნენ კახი კალაძესთან შეხვედრას.

რაც შეეხება თავად კახა კალაძეს, ის არ ადასტურებს იმ ფაქტს, რომ საჯარო მოხელეების მობილიზება მასთან შეხვედრის მიზნით განხორციელდა.

მერობის კანდიდატი "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტის მიერ დასმულმა კითხვამ, ახდენს თუ არა ის ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას, გააღიზიანა.

„პარტია რუსთავი 2“ ეძებს, პედაგოგები გყავთ მოყვანილი და ავწიოთ ხელი ვინ არის პედაგოგი,“ - ამბობს კალაძე.

დღის ამბები