18 მაისი 2024,   20:32
ვრცლად
სტრასბურგში საქართველოდან ასარჩევი მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება 29 სექტემბერს გაიმართება

სტრასბურგის სასამართლოში საქართველოდან ასარჩევი მოსამართლეობის სამ კანდიდატთან გასაუბრება 29 სექტემბერს გაიმართება. ლადო ჭანტურიას, ლალი ფაფიაშვილსა და ოთარ სიჭინავასთან გასაუბრება ევროსაბჭოს საპარლამენტთაშორისო კომიტეტზე მოხდება.
აღნიშნული პროცედურა სამეტაპიანი კონკურსის მეორე ნაწილია.

ამის შემდეგ, კომიტეტის წევრების მიერ შერჩეულ ერთ ან 2 კანდიდატს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე კენჭს უყრიან. დამტკიცების შემთხვევაში, საქართველოს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში 9 წლის ვადით არჩეული ახალი მოსამართლე ეყოლება.

"ახლა უკვე როგორც ამბობენ, ბურთი მათ მოედანზეა. მე სამივე კანდიდატს ვუსურვებ წარმატებულ გასაუბრებას, იმისთვის, რომ ევროსაბჭომ უკვე კონკურსის მესამე ეტაპზე კენჭი უყაროს სამთაგან საუკეთესოს," - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა. 

დღის ამბები