18 მაისი 2024,   21:00
ვრცლად
მიხეილ სააკაშვილი ლვოვში საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით დაკავებულის სასამართლო პროცესს დაესწრო

მიხეილ სააკაშვილი ლვოვში საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით ერთ-ერთი დაკავებულის, ალექსანდერ ბურცევის სასამართლო პროცესს დაესწრო. ოდესის ყოფილი გუბერნატორი მას თავდებში დაუდგა, თუმცა სააპალაციო სასამართლომ ეს არ გაითვალისწინა და ბურცევი პატიმრობაში დატოვა.

პროცესის ბოლოს დიაბეტით დაავადებულმა ბურცევმა გონება დაკარგა. ის დარბაზიდან საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ის ამ დრომდე კომაშია.

მანამდე, მიხეილ სააკაშვილი კიევში იმყოფებოდა. მინისტრთა კაბინეტის შენობის წინ გამართულ აქციაზე მან უკრაინის ხელისუფლება და პირადად პრემიერმინისტრი რეგიონებში მათთვის არასასურველი მმართველებისთვის ხელის შეშლაში დაადანაშაულა.

პარალელურად, ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი შეხვედრებს უკრაინის ქალაქებში განაგრძობს, ერთ-ერთ ბოლო შეხვედრაზე ქალაქ ჩერკასის მერმა მას მხარდაჭერა და საცხოვრებლად იქ გადასვლაც შესთავაზადა. 

დღის ამბები