18 მაისი 2024,   13:07
ვრცლად
"ლეიბორისტული" პარტიის ქუთაისის მერობის კანდიდატმა ამომრჩეველს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარუდგინა

"ლეიბორისტული" პარტიის ქუთაისის მერობის კანდიდატმა ამომრჩეველს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარუდგინა. სამსონ გუგავამ შეკრებილებს სიის პირველი ათეულიც გააცნო. ქუთაისელებს შრომის პარტიის წარმომადგენელი სამოქმედო გეგმაზე ესაუბრა.

გამარჯვების შემთხვევაში, „ლეიბორისტები“ ამომრჩეველს პირველ რიგში, სოციალური პრობლემების მოგვარებას ჰპირდებიან.

„უნდა დავამთავროთ ჩანაცვლების პოლიტიკა და უნდა შევქმნათ ახალი სისტემა, ახალი მდგომარეობა, რომელიც ორიენტირებული იქნება ხალხზე, საზოგადოებაზე და არა პირად კეთილდღეობაზე,“ - განაცხადა სამსონ გუგავამ.

დღის ამბები