25 ნოემბერი 2024,   01:31
ვრცლად
აფეთქება საქართველო-დაღესტნის საზღვარზე - გარდაცვლილია ქართველი მესაზღვრე

"კურიერისთვის" ცნობილი გახდა, რომ ცოტა ხნის წინ აფეთქება მოხდა საქართველო-დაღესტნის საზღვარზე. წინასწარი ინფორმაციით, გარდაცვლილია ერთი ქართველი მესაზღვრე და დაშავებულია 4.

სასაზღვრო დეპარტამენტის ცნობით, ლაგოდეხის მე-5 სამმართველოში მოხდა აფეთქება. ერთ-ერთი მესაზღვრე „კურიერთან“ სატელეფონო საუბარში გავრცელებულ ინფორმაციას ადასტურებს, რომ გაზის ბალონის აფეთქების შედეგად ერთი მესაზღვრე გარდაიცვალა, ოთხი კი მძიმედ დაშავდა. 

დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელის, გოგა ქაშიბაძის განცხადებით, ორი მესაზღვრე მძიმე მდგომარეობაში დამწვრობის ცენტრში გადაიყვანეს და მათ შესაბამისი პროცედურები უტარდებათ. 

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით საქმე გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის მუხლით აღიძრა. 

დღის ამბები