18 მაისი 2024,   20:31
ვრცლად
მედიკამენტების უკანონო რეალიზება - ესპანეთში 6 პირი დააკავეს, 2 ქართველია

ესპანელმა სამართალდამცველებმა მედიკამენტების უკანონო რეალიზების ბრალდებით 6 კაციანი ჯგუფი დააკავეს, რომელთა შორის ორი ქართველია. ესპანური მედიის ინფორმაციით, ეროვნებით ქართველები ბარსელონაში აიყვანეს. მათი ვინაობა არ სახელდება, ცნობილია, რომ საცხოვრებლის ჩხრეკისას ამოღებულია ყალბი ლიტვური პასპორტები, 27 ერთეული იარაღი და სხვა საბრძოლო საშუალებები.

სპეცოპერაცია არარეგისტრირებული სამედიცინო მედიკამენტებისა და ნარკოტიკული საშუალებების ინტერნეტის მეშვეობით უკანონო გავრცელების საქმეზე ინტერპოლმა 123 ქვეყანაში ჩაატარა.

გამოძიების ინფრომაციით, ოპერაციის ფაგრლებში ამოღებულია ე.წ. სქესობრივი დისფუნქციისა და წონის კორექციისთვის განკუთვნილი დიდი რაოდენობით მედიკამენტები და ნარკოტიკული საშუალებების შემცველი პრეპარატები. 

დღის ამბები