18 მაისი 2024,   21:45
ვრცლად
წყალტუბოში ხანძარს 88 წლის ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა 

წყალტუბოში კოლხეთის ქუჩის 6 ნომერში, 88 წლის ქალბატონი გარდაცვლილი იპოვეს. ხანძარი სახლში დღეს დილის 10:00 საათზე გაჩნდა.

საცხოვრებელი ბინა, მთლიანად დამწვარია.  

უცნობია ხანძრის გამომწვევი მიზეზი. მეზობლების ინფორმაციით, არსებობს ვარაუდი, რომ გარდაცვლილმა თვითმკვლელობის მიზნით, ცეცხლი თავადვე გააჩინა.

დღის ამბები