18 მაისი 2024,   19:15
ვრცლად
„ევროპულმა საქართველომ" ცაგერში მერობისა და საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატები წარადგინა 

„ევროპული საქართველოს“ ლიდერმა დავით ბაქრაძემ ცაგერის მოსახლეობას მერობის კანდიდატი ალექსი მახარობლიძე და საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი გოჩა გურგუჩიანი წარუდგინა.

„ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლებთან შეხვედრაზე ადგილობრივებმა რაიონში არსებულ პრობლემებზე ისაუბრეს.

ცაგერს სასმელი წყლისა და მდინარეების ნაპირსამაგრი სამუშაოების პრობლემა აწუხებს. გადაუჭრელი რჩება გაზიფიცირების და სარწყავი წყლის საკითხიც. დავით ბაქრაძემ ამომრჩეველს წინასაარჩევნო გეგმაც გააცნო.

„ევროპული საქართველოს“ პროგრამის თანახმად, გაუქმდება ბიუროკრატიული ხარჯები, პრემია-დანამატები და ეს თანხა პენსიის ზრდას მოხმარდება. ცაგერში პენსია 40 ლარით გაიზრდება.

დღის ამბები