18 მაისი 2024,   16:30
ვრცლად
"ვენეციის კომისიამ დოკუმენტი შეფასა, როგორც საქართველოს დემოკრატიული განვითარების წინ გადადგმული ნაბიჯი" - პრემიერი

„დოკუმენტი, რომელიც ჩვენ მივიღეთ, არის ვენეციის კომისიის მიერ შეფასებული, როგორც დოკუმენტი, რომელიც ეფუძნება დემოკრატიის, სამართლებრივი სახელმწიფოს და ძირითადი უფლებების დაცვის პრინციპებს. ვენეციის კომისიამ ეს დოკუმენტი შეფასა, როგორც საქართველოს დემოკრატიული განვითარების წინ გადადგმული ნაბიჯი,“ - ეს განცხადება საქართველოს პრემიერმინისტრმა მთავრობის სხდომაზე გააკეთა.

გიორგი კვირიკაშვილმა კონსტიტუციის ცვლილებების პროექტზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის არის სახალხო განხილვების შედეგად მიღებული დოკუმენტი.

„უპრეცენდენტო, საერთო-სახალხო განხილვებისა და ჩართულობის შედეგად შემუშავდა ეს დოკუმენტი. სამწუხაროდ, ოპოზიცია ცდილობს, წარმოაჩინოს, რომ ეს არის ერთი პარტიის დოკუმენტი, რაც სავსებით არ არის. ჩვენ მომსწრე ვართ იმ პარტიების მმართველობის პერიოდში, რომლებიც დღეს ჩვენ გვაკრიტიკებენ ე.წ. კონსესუსის ნაკლებობის თუ არ ქონის გამო, კონსტიტუციების ისე მიღებას, როცა მსგავსიც კი არაფერი ყოფილა საქართველოში ასეთი განხილვების სახით," - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

 

 

დღის ამბები