18 მაისი 2024,   21:45
ვრცლად
ოპოზიციის წარმომადგენლები, რომლებიც პარლამენტის წევრები არ არიან, სხდომაზე არ შეუშვეს

„ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის მერობის კანდიდატი, ზალიკო უდუმაშვილი და ოპოზიციის წარმომადგენლები, რომლებიც პარლამენტის წევრები არ არიან, სხდომაზე, მედიისთვის განკუთვნილ აივანზე არ შეუშვეს. ოპოზიციის წევრები, ქუთაისის პარლამენტში დღეს კონსტიტუციის მესამე მოსმენით კენჭისყრაზე დასასწრებად მივიდნენ.

ოპოზიციის წარმომადგენლებს მედიისთვის განკუთვნილ აივანზე შესვლის შესაძლებლობა ადგილების არარსებობის გამო არ მისცეს. დაცვის წევრების განცხადებით, ადგილები დაკავებულია.

"ენმ"-ის წევრმა, ნიკა რურუამ იკითხა, შეუძლიათ თუ არა მოქალაქეებს კონსტიტუციის საკითხის განხილვის დროს დასწრება. თუმცა, დაცვის წევრის თქმით, რეგლამენტი არ აძლევთ ამის საშუალებას, რომ წინასწარი გაფრთხილების გარეშე, შეუშვან სხდომის დარბაზში.

„თვითონ ეს ფაქტიც, რომ ასე ქურდულად, დამსწრეების გარეშე, ჩუმად, დაჩქარებულად აკეთებენ, ეს არის მანიშნებელი იმისა, რომ დღეს არ არის ლეგიტიმური პროცესი,“ - აცხადებს ნიკა რურუა.

დღის ამბები