19 მაისი 2024,   14:02
ვრცლად
თელავში, სოფლელ კურდღელაურში 42 წლის მამაკაცი მოკლეს

მკვლელობა თელავში - სოფლელ კურდღელაურში 42 წლის მამაკაცი მოკლეს.

ცხედარს სასაფლაოზე გვიან ღამით თანასოფლელებმა მიაკვლიეს. მოკლულს ცეცხლსასროლი იარაღით რამდენიმე ჭრილობა აქვს მიყენებული. ცხედარი ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს.

შემთხვევის ადგილსა და მოკლულის საცხოვრებელ სახლში გვიანობამდე მუშაობდნენ ექსპერტ-კრიმინალისტები.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სავარაუდო დამნაშავის ვინაობა დადგენილია და მიმდინარეობს სამძებრო ღონისძიებები. გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.

„სასაფლაოს ტერიტორიაზეა აღმოჩენილი მისი გვამი, მაგრამ თუ რა ვითარებაში, ვის მიერ ეს დანარჩენი დეტალები ჩვენთვის უცნობია და ამას გამოძიება დაადგენს. როგორც ჩვენთვის არის ცნობილი ცეცხლსასროლი იარაღით არის მიყენებული ეს სასიკვდილო ჭრილობა,“-განაცხადა თელავის გამგებლის წარმომადგენელმა სოფელ კულდღელაურში გურამ ბახურაულმა.

დღის ამბები