19 მაისი 2024,   11:29
ვრცლად
24 წელი სოხუმის დაცემიდან - "ევროპული საქართველოს" წევრებმა ომში დაღუპულებს პატივი მიაგეს

სოხუმის დაცემის წლისთავთან დაკავშირებით შეკრება გმირთა მოედანზე დღის ბოლოდან დაიწყო.

საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულთა მემორიალთან პირველად
"ევროპული საქართველოს" წარმომადგენლები მივიდნენ.

მათ აფხაზეთში დაღუპულ მებრძოლებს პატივი მიაგეს და დაღუპულთა გვარები ხმამაღლა წაიკითხეს. პოლიტიკოსებმა 1993 წლის მოვლენები კიდევ ერთხელ გაიხსენეს.

„1993 წლის 27 სექტემბერი არის ტრაგიკული და ძალიან მნიშვნელოვანი თარიღი ჩვენს ისტორიაში, რადგან სწორედ ამ დღეს რუსეთის ფედერაციამ მოახდინა საქართველოს ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილის ოკუპაცია. ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია იწყება სწორედ 93 წელს და ჩვენი ვალია, რომ არასდროს არ დავივიწყოთ ის უზარმაზარი მსხვერპლი, რომელიც საქართველომ გაიღო,“-განაცხადა გიორგი კანდელაკმა.

დღის ამბები