19 მაისი 2024,   12:34
ვრცლად
სკანდალური ინტერვიუს ავტორი, სპეცაგენტი ალეკო სამუშია გლდანის მე-6 დაწესებულებაში შიმშილობს

გლდანის მე-6 დაწესებულებაში ალეკო სამუშია შიმშილობს. სპეცსამსხურების ყოფილი აგენტი მისი ოჯახისთვის დაცვის დანიშვნას ითხოვს.

"სამართალდამცველების რეფორმირების ცენტრის" ხელმძღვანელის არ გამორიცხავს ამ მოთხოვნით მათ აქციაც გამართონ.

ზვიად კუპრავა უახლოეს დღეებში სახალხო დამცველთან შეხვედრას აპირებს.

ზვიად კუპრავა უჩა ნანუაშვილისთვის ალეკო სამუშიას წერილის გადაცემას აპირებს, სადაც ოკუპირებულ რეგიონში მის მიერ დღემდე ჩატარებულ საიდუმლო ოპერაციებზეა საუბარი.

„მან დაიწყო შიმშილობა ციხეში, სადაც ის ზის. მე სახალხო დამცველს გადავცემ იმ კონსპირაციულ წერილს, რომელიც მე მივიღე ალეკო სამუშიასგან. საუბარია მათ შორის ალეკო სამუშიას სხვა სპეცოპერაციებზე. თუ ალეკო სამუშიას ოჯახი არ იქნება დაცული უახლოეს პერიოდში, მათ ყოველწუთიერად ემუქრება საფრთხე, ჩვენ შეიძლება გავმართოთ აქცია,“-განაცხადა ზვიად კუპრავამ.

ამავე თემაზე
დღის ამბები