19 მაისი 2024,   14:02
ვრცლად
"ერთი კლანის კონსტიტუცია"- ოპოზიციის აზრით, პრეზიდენტი ვეტოს უფლებას გამოიყენებს

საპარლამენტო ოპოზიციაში მიაჩნიათ, რომ პრეზიდენტმა კონსტიტუციას კანონპროექტს ვეტო უნდა დაადოს. მათი შეფასებით, მმართველმა გუნდმა ერთპარტიული დოკუმენტი მიიღო, რაც ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას დააზარალებს.

„კონსტიტუცია არის ერთი პარტიის, ერთი ოჯახის, ერთი კლანის კონსტიტუცია, რაც ნიშნავს, რომ საქართველოში დემოკრატია პრაქტიკულად გაუქმებულია. ეს კონსტიტუცია უდრის ამ ქვეყანაში არჩევნების გაუქმებას. პრეზიდენტმა კონსტიტუციას ვეტო უნდა დაადოს,“- განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ზაზა ბიბილაშვილმა.

არ მიგვაჩნია, რომ ეს არის ნორმალური მოვლენა, როცა მმართველი გუნდი მხოლოდ თითონ იღებს გადაწყვეტილებას და არ იზიარებს ოპოზიციის მოსაზრებას... ყველანაირი ლოგიკაა პრეზიდენტის პოზიციიდან გამომდინარე, რომ ის არ დაეთანხმოს ამ ვარიანტს და შეეცადოს, პროცესი დისკუსიას დაუბრუნდეს,“- განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიგი წერეთელმა.

„პატრიოტთა ალიანსშიც“ მიაჩნიათ, რომ პრეზიდენტი ვეტოს გამოიყენებს და ეს სწორი გადაწყვეტილება იქნება. ადა მარშანიას აზრით, კონსტიტუციის უზურპირება ხდება. „პატრიოტთა ალიანსში“ ასევე განმარტებები გააკეთეს, თუ რატომ მოხდა, რომ მათმა წევრმა, ნატო ჩხეიძემ კონსტიტუციის მიღებას ხმა მისცა.

„ქალბატონმა ნატომ საჯაროდ განაცხადა, რომ მხარს არ უჭერს, ხდება რაღაცეები, თუ შეგნებულად მოხდა, ეს გამოძიების საკითხია,“- აღნიშნა ადა მარშანიამ.

 

დღის ამბები