27 მაისი 2024,   11:12
ვრცლად
"მწამს, რომ მალე ჩვენ სოხუმში შევხვდებით"- ზალიკო უდუმაშვილი ენგურის ხიდთან მივიდა

„ნაციონალური მოძრაობის" თბილისის მერობის კანდიდატი ენგურის ხიდთან მივიდა და დევნილებს მიმართა. ზალიკო უდუმაშვილის თქმით, მისი მერობის შემთხვევაში დევნილებს საცხოვრებელი ადგილი დაუკანონდებათ.

მერობის კანდიდატმა დევნილებს, საკუთარ მიწაზე დაბრუნება და მალე სოხუმის პირველი მერის არჩევა უსურვა.

„ჩემო ძვირფასო დევნილებო, დღეს, ამ ტრაგიკულ და სიმბოლურ დღეს, მე ვარ ერთ-ერთი თქვენგანი და მწამს, რომ მალე ჩვენ სოხუმში შევხვდებით და ერთად ავირჩევთ სოხუმის პირველ მერს,“- განაცხადა ზალიკო უდუმაშვილმა.

 

 

 

დღის ამბები