17 მაისი 2024,   14:01
ვრცლად
შპს „ალფაზე“ ყაჩაღურ თავდასხმა - შსს განცხადებას ავრცელებს

"კურიერის" ეთერში გასული სიუჟეტის შემდეგ, შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს. შპს „ალფაზე“ ყაჩაღურ თავდასხმაში ბრალდებული პირი - 1974 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი, რომელიც სახალხო დამცველის მიერ მიმდინარე წლის 27 სექტემბერს გავრცელებულ განცხადებაში ფიგურირებს, კომპანია „ალფას“ დარაჯებმა ამოიცნეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ მიმდინარე წლის 22 სექტემბერს სამი შეიარაღებული პირი, თანამზრახველთან ერთად, ყაჩაღურად თავს დაესხა თბილისში, თევდორე მღვდლის ქუჩაზე მდებარე შპს „ალფას“.

თავდამსხმელებმა შემთხვევის ადგილიდან მიმალვა სცადეს, თუმცა სამართალდამცველებმა ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით, სამივე პირი შემთხვევის ადგილზე დააკავეს. მათი თანამზრახველის დაკავების მიზნით, მიმდინარეობს სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებები.

დღის ამბები