17 მაისი 2024,   12:17
ვრცლად
იუსტიციის სახლთან ფერეიდნელები საპროტესტო აქციას მართავენ

იუსტიციის სახლთან ფერეიდნელები აქციას მართავენ. აქციის მონაწილეები მათთვის მოქალაქეობაზე უარის თქმას აპროტესტებენ. 

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ სახელმწიფო ორმაგი სტანდარტით მოქმედებს, რადგან მანამდე მსგავსი პროცედურის გავლა უპრობლემოდ ხდებოდა.

15 ფერეიდნელი ქართველი დახმარებისთვის პრეზიდენტს მიმართვას. იუსტიციის სახლში კი ამბობენ, რომ საქართველოს მოქალაქეობას იმ შემთხვევაში მიიღებენ, თუ ისინი ირანის მოქალაქეობაზე უარს იტყვიან. 

იუსტიციის სახლთან შეკრებულებს პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები შეურთდნენ. აქციაზე იმყოფება „პატრიოტთა ალიანსის“ წევრი, ადა მარშანია და „დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოს“ წარმომადგენელი, დიმიტრი ლორთქიფანიძე. 

დღის ამბები