17 მაისი 2024,   13:33
ვრცლად
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სპეციალური წარმომადგენელი ოპოზიციას ხვდება

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სპეციალური წარმომადგენელი, შეხვედრებს დღეს ოპოზიციის წარმომადგენლებთან განაგრძობს. მოახლოებული ადგილობრივი არჩევნები, წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობა, ოკუპირებული რეგიონები და საკონსტიტუციო ცვლილებები იყო მთავარი თემები, კრისტიან ვიგენინის და ოპოზიციური ფრაქციების წარმომადგენლებს შორის შეხვედრების დროს.

„ეუთოს წარმომადგენლებს აინტერესებდათ ჩვენი მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რა სიტუაციაა ოკუპირებულ რეგიონებში, სადაც სიტუაცია დღითიდღე მწვავდება. ვისაუბრეთ იმ გამოწვევებზე, რაც არსებობს წინასაარჩევნო პროცესში. ის, რომ საარჩევნო პროცესს ეს ხელისუფლება ატარებს ფაქტობრივად ადმინისტრაციული რესურსის და სუს-ის გამოყენებით,“ - განაცხადა „ენმ“-ის წევრმა თინათინ ბოკუჩავამ.

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სპეციალური წარმომადგენელი, დღესვე მოლაპარაკებებს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში და საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართვას და დევნილთა დასახლებას მოინახულებს.

დღის ამბები