17 მაისი 2024,   14:03
ვრცლად
„რესპუბლიკელები" სახელმწიფოსა და GWP-ის შორის გაფორმებული ხელშეკრულების გადახედვას მოითხოვენ

„რესპუბლიკური პარტია" სახელმწიფოსა და წყალმომარაგების კომპანია ”ჯორჯიან ვოთერ ენდ ფაუერს" შორის 2008 წელს გაფორმებული ხელშეკრულების გადახედვას მოითხოვს.

პარტიის თბილისის საკრებულოს წევრობის კანდიდატმა კომპანიას ის ვალდებულებები შეახსენა, რომელიც GWP-ის ამ დრომდე არ შეუსრულებია.

გიორგი ჭაღიაშვილის განცხადებით, სახელმწიფომ უნდა აიძულოს კომპანია, შეასრულოს დანაპირები, გადაიხედოს დოკუმენტი და ჩაიდოს ისეთი ვალდებულებები, რომელიც მოქალაქეების ინტერესებზე იქნება ორიენტირებული.

დღის ამბები