19 მაისი 2024,   15:56
ვრცლად
ენმ-მ ხონში მერობის კანდიდატად ნაზი გეგია წარადგინა

ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური საბჭოს თავჯდომარემ, ნიკა მელიამ და ქუთაისის მერობის კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ, ხონში მერობის კანდიდატად ნაზი გეგია წარადგინეს.

ადგილობრივ მოსახლეობას პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარემ პარტიის საარჩევნო გეგმა გააცნო. მან ყურადღება მუნიციპალიტეტში ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებაზე გაამახვილა, რაც ხონის მოსახლეობისავის დამატებითი შემოსავლის წყარო იქნება.

მერობის კანდიდატმა, ნაზი გეგიამ, ხონში არსებულ პრობლემებზე ისაუბრა და გამარჯვების შემდეგ, მოსახლეობას მათ მოგვარებას დაჰპირდა.

დღის ამბები