27 მაისი 2024,   11:12
ვრცლად
განსხვავებული აზრის გამოხატვასაც თავისი ფორმა აქვს - ნარმანია ოპოზიციაზე საუბრობს

დავით ნარმანიას თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილებას "კანონიერს" უწოდებს.

დედაქალაქის მერმა ბიძინა ივანიშვილისთვის მიწების გადაცემის გადაწყვეტილება შეაფასა და ოპოზიციას განსხვავებული აზრის გამოხატვის ფორმა დაუწუნა.

„საკითხი არავითარი განსაკუთრებული დაჩქარებული წესით მიღებული არ ყოფილა. ის საკმაოდ დიდი ხანი მზადდებოდა. როცა საუბარია მიწისქვეშა პარკინგის პროექტზე, რაც ქალაქს ძალიან სჭირდება, აუცილებელია, რომ ხელი შევუწყოთ ასეთ პროექტებს. ეს არ იქნება პირველი და უკანასკნელი პროექტი, რომელიც დამტკიცდება.

"როცა ადამიანებს განსხვავებული აზრი აქვთ, განსხვავებული აზრის გამოხატვასაც თავისი ფორმა აქვს. გამოხატვა უნდა იყიოს ცივილური, წესიერი ფორმით და არავის აქვს უფლება, საკრებულოს საქმიანობას ხელი შეუშალოს,“ - განაცხადა ნარმანიამ.

 

დღის ამბები