21 სექტემბერი 2024,   05:21
ვრცლად
ორბელიანის მოედანზე საგზაო სამუშაოებისთვის გათხრილ ორმოში ავტომობილი ჩავარდა

რამდენიმე წუთის წინ სატვირთო ავტომობილი საგზაო სამუშაოებისთვის გათხრილ ორმოში ჩავარდა. შემთხვევა ორბელიანის მოედანზე მოხდა.

საკომუნიკაციო მილების შესაცვლელად გათხრილ ორმოსთან მიწა მოწყდა და კომპანია „ინსის“ კუთვნილი ავტომანქანა ჩაიტანა.

მომხდარის დროს სატვირთოში მძღოლი არ იმყოფებოდა, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

დღის ამბები