19 მაისი 2024,   09:04
ვრცლად
კუმურდოში ვითარება სტაბილურია - ადგილობრივები წინაპართა ძვლების დამარხვას, ინცინდენტის მიუხედავად, მაინც გეგმავენ

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კუმურდოში ვითარება დასტაბილურდა.  რუსთავი2-ის ინფორმაციით, დღევანდელი ინცინდენტი ამოწურულია, თუმცა, პრობლემა ჯერჯერობით, მოგვარებული არ არის. 

არსებული ინფორმაციით, ადგილობრივებმა ტაძრის ეზოში ნამარხი აღმოაჩინეს და აცხადებენ, რომ მათ მიერ შეგროვებული ძვლები, წინაპრებისაა. ისინი ტაძრის ეზოში შესვლას და ხსოვნის ჯვარის დადგმას გეგმავდნენ.

ინცინდენტის დროს სამარათალდამცავებმა ორი პირი დააკავეს. ადგილობრივების თქმით, სამართალდამცავებმა ერთ-ერთი დაკავებული გზიდან აიყვანეს, რომელიც, მათი თქმით, ეკლესიის ეზოსთან არ იმყოფებოდა.

სოფელ კუმურდოში უკვე ჩავიდა შს მინიტრი, გიორგი მღებრიშვილი. მინისტრმა კუმურდოს მოსახლეობას დაკავებულების გათავისუფლების პირობა მისცა.

ინცინდენტის შედეგად დამტვრეულია პოლიციის მანქანები. ადგილობრივების თქმით, პოლიციამ დაიწყო დაპირისპირება, რადგან ჰაერში ისროდნენ. თუმცა, პოლიციის თქმით, თავდაპირველად მოსახლეობამ დაიწყო ქვების სროლა. ადგილობრივების თქმით, არიან დაშავებულებიც. 

სპეცრაზმის მობილიზება მოსახლეობასა და პოლიციას შორის დაპირისპირების შემდეგ გახდა საჭირო.

დაპირისპირება სოფელ კუმურდოში მე-10 საუკუნის ტაძრის რესტავრაციის გამო დაიწყო, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. ადგილობრივებს ეკლესიის ეზოში შესვლის საშუალება პოლიციამ არ მისცა.

ადგილობრივები წინაპართა ძვლების დამარხვას მაინც გეგმავენ. 

დღის ამბები