19 მაისი 2024,   13:02
ვრცლად
პრემიერმა ქვემო ქართლის ექვსი მუნიციპალიტეტის და ქალაქ რუსთავის მერობის კანდიდატები წარადგინა

საქართველოს პრემიერმინისტრმა ქვემო ქართლის ექვსი მუნიციპალიტეტის და ქალაქ რუსთავის მერობის კანდიდატები დღეს წარადგინა.

„თითოეული მათგანი არის ნამდვილი პროფესიონალი და ისინი მზად არიან, თავიანთი ცოდნა, გამოცდილება, მაგრამ ყველაზე მთავარი - სული და გული, მოახმარონ ამ რეგიონის, თითოეული თქვენგანის პრობლემების გადაწყვეტას,“ - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

გიორგი კვირიკაშვილმა ადგილობრივებს ხელისუფლების 5-წლიანი მუშაობის შედეგები გააცნო და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

პრემიერმა „ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამაც წარადგინა. 

დღის ამბები