26 აპრილი 2024,   01:02
ვრცლად
ალეკო ელისაშვილი თბილისის საკრებულოს ტოვებს

თბილისის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი, ალეკო ელისაშვილი, თბილისის საკრებულოს ტოვებს.

ეს გადაწყვეტილება ალეკო ელისაშვილმა განსხვავებული აქცენტების ეთერში გაახმოვანა.

„მე ღიად და საჯაროდ ვამბობს, რომ მე ვტოვებ თბილისის საკრებულოს. ორშაბათს დავწერ განცხადებას და თბილისის საკრებულოს აპარატს ჩავაბარებ და მოვუწოდებ თითოეულ ჩემს კოლეგას, რომ დავტოვოთ. სხვათა შორის, მოვუწოდებ, როგორც ოპოზიციონერ დეპუტატებს, დავტოვოთ, გუშინდელის შემდეგ უბრალოდ უფლება არ გვაქვს დარბაზში შესვლის,“ - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

მისი თქმით, ეს იქნება მორალური ნაბიჯი, რათა, როგორც საკონსტიტუციო კომისიის შემთხვევაში, მარტო დარჩა მმართველი გუნდი, ახლაც ასე მოხდეს და ქვეყნისთვის საზიანო გადაწყვეტილების მიღებისას ისევ მარტო დარჩეს. 

დღის ამბები