19 მაისი 2024,   06:52
ვრცლად
"ყოველ ათ სანტიმეტრში ძვლები ამოდის"-სოფელ კუმურდოს ეკლესიაში მშენებლები ძველ სამარხებს პოულობენ

მშენებლები, რომლებიც სოფელ კუმურდოს ეკლესიაში სარესტავრაციო სამუშაოებში არიან ჩართული ადასტურებენ, რომ საძირკვლის დასუფთავების დროს სამარხები იპოვეს. გაწმენდითი სამუშაოების ტაძარში კვლავ გრძელდება და დასაქმებული პერსონალი არ გამორიცხავს, რომ ადგილზე უძველესი ნეშტები კიდევ იქნას აღმოჩენილი.

აქ გენოციდი იყო ჩატარებული როგორც თვითონ იძახიან და გამოკვლეული არ არის ვისია ეს ძვლები - ჩვენია, ამათია ჯერ გამოკვლეული არ არის. იძახიან, რომ ჩვენი წინაპრები არიან დახოცილები. იმათი მემორიალის დადგმა უნდოდათ. ეკლესიის ეზოში კატეგორიულად გამორიცხულია ეს. მუშაობა დავიწყეთ მიწის გატანით. ეს საფეხურები სულ მიწით დამალული იყო და დავიწყეთ გატანა და ყოველ ათ სანტიმეტრში, თხუთმეტ სანტიმეტრში საფლავები არ იყო მაგრამ ძვლები ამოდიოდა,“ -განაცხადა გელა რობაქიძემ.

შეგახსენებთ, რომ სწორედ ეს სამარხები გახდა გუშინ მოსახლეობასა და პოლიციას შორის დაპირისპირების მიზეზი. ადგილობრივები ეკლესიის ეზოში ჯვრის აღმართვას ითხოვდნენ რისი საშუალებაც მათ დაცვის პოლიციამ არ მისცა. სიტუაცია იმდენად გამწვავდა რომ ადგილზე პოლიციის და სპეცრაზმის გამოძახება გახდა საჭირო.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები