26 მაისი 2024,   21:44
ვრცლად
მორიგი თავდასხმა მარსელში - წინასწარი ინფორმაციით, ორი ადამიანი დაიღუპა

მორიგი თავდასხმა მარსელში - შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. დანით შეიარაღებული მამაკაცი, ალაჰის სადიდებელი შეძახილებით, რკინიგზის სადგურზე გამვლელებს დაესხა თავს. გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულია ორი ადამიანი.

თავდამსხმელის შეჩერება პოლიციამ შეძლო. სამართალდამცველებმა მას ცეცხლი გაუხსნეს და ადგილზე მოკლეს. ძალოვანებმა სადგურის ევაკუირება მოახდინეს და მოსახლეობას სენ-შარლის რაიონში გამგზავრებისაგან თავის შეკავება ურჩიეს. ადგილზე ვითარების გასარკვევად საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრი გაემგზავრა.

დღის ამბები