19 მაისი 2024,   03:29
ვრცლად
კატალონიაში შეტაკებები გრძელდება - ხელისუფლება რეფერენდუმის ჩატარებას ძალის გამოყენებით ეწინააღმდეგება

შეტაკებები კატალონიის ქუჩებში გრძელდება. ოფიციალურმა მადრიდმა პოლიციის დამატებითი ძალები ბარსელონასა და ავტონომიის სხვა ქალაქებში რეფერენდუმის ჩაშლის მოტივით ჯერ კიდევ გუშინ შეიყვანა. დაშავებულია 350-ზე მეტი აქტივისტი და 20-მდე პოლიციელი. დამტვრეულია მანქანები და ჩამსხვრეულია შენობების მინები. რეფერენდუმის საბოლოო მიზანი რეგიონის ქვეყნის შემადგენლობიდან გასვლა და დამოუკიდებელ სახელმწიფოდ ჩამოყალიბებაა. ესპანეთის კანონმდებლობის მიხედვით, პროცესი არალეგალურია - კატალონიელების ქმედება ჩვეულებრივი სეპარატიზმია.

ოფიციალური მადრიდი უკანონო რეფერენდუმის შეჩერებას ჯერ პრევენციული მეთოდებით ცდილობდა, მაგრამ როდესაც ამან შედეგი არ გამოიღო, ესპანეთის ხელისუფლება იძულებული გახდა, ძალა გამოეყენებინა. მიუხედავად ასეთი მკაცრი ზომებისა, კატალონიელები ცენტრალურ ხელისუფლებას არ ემორჩიელებიან და ნებისმიერ ფასად ცდილობენ უკანონო რეფერენდუმის ბოლომდე მიყვანას.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები