19 მაისი 2024,   03:49
ვრცლად
25 წლის წინ მომხდარი მკვლელობა, აღუსრულებელი მართლმსაჯულება და საქმის გამომძიებელი, რომელიც მთავრობამ ცოტა ხნის წინ დააჯილდოვა

გაუფრთხილებლობა თუ მიზანმიმართული მკვლელობა - 25 წლის წინ მომხდარი ტრაგედია და გარდაცვლილი 19 წლის გოგონა. 1992 წლის 13 ნოემბერს თელავში 19 წლის დიანა ლოლაშვილი გაურკვეველ ვითარებაში დაიღუპა. გოგონას ცეცხლნასროლი ჭრილობა თავის არეში ჰქონდა მიყენებული.

სამედიცინო დასკვნაში, რომელიც კახეთის საოლქო პროკურატურაში გარდაცვლილის დედას მისცეს, მისი შვილის სიკვდილის გარემოებებია აღწერილი და იქ პირდაპირ არის ნახსენები მამაკაცი, როგორც მკვლელობაში პირველი ეჭვმიტანილი. ტრაგედიამდე, დიანა ლოლაშვილი სახლიდან გოგა გოგოლაძემ გაიყვანა. ის კანონიერი ქურდის სტატუსის მატარებელი იყო. 

შვილის სავარაუდო მკვლელზე მეტი პრეტენზია გულიკო მამულაშვილს ამ საქმის გამომძიებლის ვაჟა მაღრაძის მიმართ აქვს. ის ვარაუდობს, რომ მაღრაძე ანგარებით მოქმედებდა და კანონიერ ქურდს დანაშაულის დაფარვაში მიზანმიმართულად დაეხმარა. შესაბამისად საქმე ისე შეიკერა, რომ მკვლელობა თვითმკვლელობად შეფასდა და მართლმსაჯულება აღუსრულებელი დარჩა.

საქმის გამომძიებელს, ვაჟა მაღრაძეს, წელს მთავარმა პროკურორმა შოთაძემ, სამსახურებრივი მოვალეობის განსაკუთრებულად კეთილსინდისიერად, სანიმუშოდ და მაღალ პროფესიონალურად შესრულებისთვის, პროკურატურის ორგანოებში ერთგული და ხანგრძლივი საქმიანობისთვის საპატიო მუშაკის წოდება მიენიჭა და სამკერდე ნიშნით დაჯილდოვდა.

ავტორი: გიორგი გვიშიანი.

დღის ამბები