21 ნოემბერი 2024,   22:09
ვრცლად
"ივანიშვილი თავს იწონებს პუტინის წინაშე" - ოპოზიცია "პატრიოტთა ალიანსის" მოსკოვში ვიზიტს აფასებს 

პარლამენტის სირცხვილად აფასებენ "პატრიოტთა ალიანსის" დეპუტატების მოსკოვში გამგზავრებას, ოპოზიციაში. „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები აცხადებენ, რომ „პატრიოტთა ალიანსი“ მმართველი გუნდის მხარდაჭერით სარგებლობს, საკანონმდებლო ორგანოში კი, მოსკოვის ინტერესებს ლობირებს.

“ცალსახად უნდა ყოფილიყო დაგმობილი პარლამენტის წევრების გამოჩენა რუსეთში. რუსეთი წარმატებით აგრძელებს იურიდიულ ომს და მან უკვე შემოაღწია პარლამენტში. ფაქტობრივად პარლამენტში რაღაც ლობისტური ჯგუფი გაიჩინა, რომელიც არის ძალიან ცუდი ჩვენი ქვეყნისთვის,“ - განაცხადა რომან გოცირიძემ.

„ქართული ოცნებისა“ და პირადად ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილის მიერ მართულს უწოდებს რუსი დეპუტატებისა და „პატრიოტთა ალიანსის“ წევრების კონტაქტს, „ევროპული საქართველო“.

„ამით ივანიშვილი თავს იწონებს პუტინის წინაშე, ის აჩვენებს რუსეთს, რომ საქართველოში პოლიტიკური ძალა, რომელიც არის ღია პრორუსული, არის პარლამენტში და საქართველოს პარლამენტის წევრები ეახლებიან, ჩადიან რუსეთში და ეთანამშრომლებიან ქვეყნის ოკუპანტს,“ - აცხადებს სერგო რატიანი.

"პატრიოტთა ალიანსის" წევრები მოსკოვში გაემგზავრნენ. დეპუტატები დუმის წევრებს შეხვდებიან. 5 დღის განმავლობაში ადა მარშანია, გიორგი ლომია და ნატო ჩხეიძე მოლაპარაკებებს აფხაზეთისა და ცხინვალის საკითხებზე გამართავენ.

ეს პარტიის მოსკოვში უკვე მეორე ვიზიტია. "პატრიოტთა ალიანსი" რუსეთთან პირდაპირი დიალოგის დაწყებასა და ახალი - საქართველო-ნატო-რუსეთის ფორმატის ამოქმედებას ითხოვს.

ამავე თემაზე
დღის ამბები