18 მაისი 2024,   16:00
ვრცლად
90-ზე მეტი საჩივარი და ორი დასრულებული გამოძიება - "ღია საზოგადოება საქართველოს" ანგარიში

90-ზე მეტი საჩივარი და მხოლოდ ორი დასრულებული გამოძიება - პატიმართა მიმართ არაადამიანური მოპყრობა და განხორციელებული ზეწოლა - პენიტენციალურ სისტემაში არსებულ დარღვევებსა და საგამოძიებო უწყებების მიერ საქმეების გამოუძიებლობაზე საუბრობს ფონდი „ღია საზოგადოება საქართველო“. 

არასამთავრობო ორგანიზაციაში ამბობენ, რომ 3 წლის განმავლობაში სამოქალაქო სექტორმა მთავარ პროკურატურას 90-ზე მეტი საჩივრით მიმართა, სისხლის სამართლის დევნა კი, მხოლოდ ორ საქმეზე დაიწყო.

არასამთავრობო ორგანიზაცია არსებულ ვითარებაზე ანგარიშს დღეს წარადგენს. ანგარიში 2012 წლიდან პერიოდს მოიცავს და ქვეყნის მასშტაბით, წამების საქმეებსა და მათზე რეაგირების კუთხით არსებულ მდგომარეობას აღწერს.

„ბოლო სამი წლის განმავლობაში საქართველოს სამოქალაქო სექტორმა სახალხო დამცველთან ერთად 91-ჯერ მიმართა საქართველოს პროკურატურას ამგვარი ფაქტების გამოძიების მოთხოვნით. აქედან მხოლოდ ორ საქმეზე არის დაწყებული სისხლის სამართლებრივი დევნა, ხოლო გამამტყუნებელი განაჩენი არცერთ საქმეზე არ დამდგარა. სწორედ ეს წარმოადგენს მთავარ პრობლემას და გამოწვევას, რასთანაც საქართველოს ხელისუფლებამ სამწუხაროდ, გამკლავება ვერ შეძლო,“ - განაცხადა ფონდ “ღია საზოგადოება - საქართველოს“ პროექტის კოორდინატორმა სოფო ასათიანმა.

დღის ამბები