18 აპრილი 2024,   10:06
ვრცლად
თბილისის მერიასთან სამართალდამცავებმა რამდენიმე პირი დააკავეს

თბილისის მერიასთან სამართალდამცავებმა რამდენიმე პირი დააკავეს. ჯერჯერობით უცნობია, რა ბრალდებით დააკავეს და სად წაიყვანეს აქციის მონაწილეები. სამართალდამცავები უსაფრთხოების ცოცხალ ჯაჭვს მერიის შენობის გარშემო აფართოებენ და აქციის მონაწილეების გზის მეორე მხარეს გადაყვანას ცდილობენ. 

თბილისის მერიასთან დაპირისპირება სამართალდამცავებსა და აქციის წევრებს შორის რამდენჯერმე მოხდა. "ენმ"-ის ლიდერები მერთან შეხვედრას ითხოვდნენ და მას ულტიმატუმიც წაუყენეს. ულტიმატუმის ვადა ცოტა ხნის წინ ამოიწურა.

დავით ნარმანიასთან შეხვედრას საკრებულოს და პარლამენტის დეპუტატები ითხოვდნენ, თუმცა ამ ულტიმატუმზე მათ არავინ გამოხმურებია.

მათი მოთხოვნა საკრებულოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას უკავშირდება, რომელიც ყოფილი პრემიერ ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული კომპანიისთვის ქალაქის ცენტრში მიწების გადაცემას გულისხმობს.

დღის ამბები