22 დეკემბერი 2024,   10:23
ვრცლად
ქალაქსა და სოფლებში მთლიანად ჩამოხეულია ოპოზიციური პარტიების წინასაარჩევნო პლაკატები - ლელა ქებურია

„ევროპული საქართველოს“ ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატმა ლელა ქებურიამ საგანგებო ბრიფინგი გამართა. მისი განმარტებით, ქალაქსა და სოფლებში მთლიანად ჩამოხეულია ოპოზიციური პარტიების წინასაარჩევნო პლაკატები.

მისივე განმარტებით, ასევე ჩამოხეულია შტაბის ფასადზე გაკრული კანდიდატის საარჩევნო ბანერი. მათ მომხდარზე ოფიციალურად მიმართეს პოლიციას. სამართალდამცავები შემთხვევის ადგილზეც იმყოფებოდნენ.

ლელა ქებურია მომხდარში მმართველ პარტიას ადანაშაულებს და აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ შტაბის აქტივისტების 8 კაციანი ჯგუფი დადიოდა ოპოზიციური პარტიების პლაკატების ჩამოსახევად.

„წუხანდელი ფაქტი არის კარგად დაგეგმილი სპეცოპერაცია. იმიტომ, რომ ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ მოქმედებდა 8 კაციანი ჯგუფი, რომელიც გამოვიდა "ოცნების" ოფისიდან და შეუდგა ოპოზიციური პარტიის პლაკატების ჩამოხევას,“ - ამბობს ლელა ქებურია.

დღის ამბები