19 მაისი 2024,   08:34
ვრცლად
მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის საემიგრაციო სამსახურს პოლიტიკური თავშესაფრის მოთხოვნით მიმართა

მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის საემიგრაციო სამსახურს პოლიტიკური თავშესაფრის მოთხოვნით მიმართა.

ამის შესახებ განცხადება ოდესის ყოფილი გუბერნატორის ადვოკატმა გააკეთა.

მარკიან გალაბალას თქმით, საუბარია კონკრეტული პირისთვის იმ სტატუსის მინიჭებაზე, რომელიც დამატებით დაცვას საჭიროებს, ეს კი პოლიტიკური თავშესაფრის მოთხოვნასაც გულისხმობს.

სწორედ ეს მოთხოვნა დაასახელა უკრაინის გენერალურმა პროკურორმა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ექსტრადირების ხელისშემშლელ ფაქტორად. უკრაინის იუსტიციის მინისტრის თქმით, კი მისი უწყება სააკაშვილის საქართველოსთვის გადმოცემის შესახებ გადაწყვეტილებას მხოლოდ შესაბამისი შემოწმების შემდეგ მიიღებს, რასაც კიდევ რამდენიმე კვირა დასჭირდება.

დღის ამბები