27 მაისი 2024,   19:04
ვრცლად
მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი - "ქართული ოცნების" წევრებს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ხვალ ელოდებიან

პრეზიდენტი და მმართველი პარტია მოლაპარაკების მორიგ რაუნდს იწყებენ. ქართული ოცნების წევრებს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ხვალ ელოდებიან. განხილვის მთავარი თემა საკონსტიტუციო ცვლილებები და პრეზიდენტის მოსალოდნელი ვეტო იქნება.

ქართული ოცნება სთავაზობს გიორგი მარგველაშვილს, დაბლოკოს მხოლოდ ის მუხლები, რომლების შეცვლასაც მმართველი პარტია თავადაც გეგმავს. პრეზიდენტს კი, თავის მხრივ, ოც ოპოზიციურ პარტიასთან ერთად, შემუშავებული აქვს ცვლილებების ხუთპუნქტიანი დოკუმენტი.

„ყოველთვის ღიაა პრეზიდენტი უმნიშვნელოვანეს პოლიტიკურ სახკითხებზე საკომუნიკაციოდ ყველა პოლიტიკურ პარტიასთან, მათ შორის, ცხადია, ქართულ ოცნებასთან. მაგრამ კვლავ ადგილი აქვს სპეკულაციას, მიუხედავად იმისა, რომ სხვა კომუნიკაციაც იყო. სწორედ ამ სპეკულაციების დასასრულებლად მინდა, ძალიან ღიად მოვიწვიო ქართული ოცნების და უმრავლესობის ლიდერები შეხვედრაზე,“ - განაცხადა პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, გიორგი აბაშიშვილმა.

შეხვედრის აუცილებლობაზე საუბრობს ”ქართული ოცნების” წევრი, გიორგი ვოლსკი.

„ვფიქრობ, აუცილებელია შეხვედრა იმიტომ, რომ კიდევ ერთხელ ის არგუმენტები წარმოვუდგინოთ და ვილაპარაკოთ სიღრმისეულად, ყოველგვარი ულტიმატუმების გარეშე,“ - ამბობს გიორგი ვოლსკი.

დღის ამბები