17 აპრილი 2024,   01:59
ვრცლად
ხმაური ხელვაჩაურის რაიონში - კახიძეების ოჯახს ბინაში მიცვალებულის დასვენების უფლებას არ აძლევენ

ხმაური და დაპირისპირება ხელვაჩაურის რაიონში. წელიწადნახევრის წინ გარდაცვლილი არასრულწლოვანი ანრი გოგიტიძის ოჯახის წევრებმა ინციდენტში მონაწილე არასრულწლოვანი კახა კახიძის ოჯახის წევრებს საცხოვრებელ ბინაში შესვლა აუკრძალეს.

კახიძეების ოჯახის წევრი გარდაიცვალა და მათ მიცვალებულის ბინაში დასვენების უფლება არ მისცეს.

ადგილზე პოლიციაა მობილიზებული, რომელმაც დაპირისპირების თავიდან ასაცილებლად კახიძეების ოჯახის წევრები ადგილიდან პოლიციის ავტომანქანებით გაიყვანეს.

გოგიტიძეები აცხადებენ, რომ პასუხისგებაში მიეცეს კახა კახიძე და ოჯახმა საცხოვრებელი სახლი დატოვოს.

დღის ამბები