26 დეკემბერი 2024,   20:40
ვრცლად
ეგზიტპოლები "რუსთავი 2"-ის დაკვეთით და წინასაარჩევნო კვლევა - პოლიტიკოსების შეფასებები

ადგილობრივი არჩევნების დღეს თბილისსა და ქუთაისში ეგზიტპოლებს „რუსთავი 2"-ის დაკვეთით, ამერიკული კომპანია „ედისონ რისერჩი“ ჩაატარებს. „ედისონ რისერჩი“ ამერიკაში ერთადერთი კომპანიაა, რომელიც ეგზიტპოლებს წამყვანი ტელეკომპანიებისთვის უკვე 13 წელია, უცვლელად ატარებს.

საერთაშორისო გამოცდილების პარალელურად, „რუსთავი 2"-ის დაკვეთით, „ედისონ რისერჩმა“ ეგზიტპოლები 2010 და 2012 წლების არჩვენებზე უკვე ჩაატარა და შედეგები ცესკოს მონაცემებს მაქსიმალურად დაემთხვა.

წინასაარჩევნო კვლევა, რომელიც „რუსთავი 2"-ის დაკვეთით "ედისონ რისერჩმა" უკვე ჩაატარა თბილისში, რამდენიმე დღეში გასაჯროვდება. კვლევის მიხედვით, დედაქალაქში საზოგადოების განწყობა გაიზომა.  

"ედისონ რისერჩმა" საკუთარი გეგმებისა და საქმიანობის შესახებ პრეზენტაცია დღეს გამართა. შეხვდერაზე მოწვეულ ოპოზიციურ პარტიებს მიაჩნიათ, ავტორიტეტული ორგანიზაციის მიერ ჩატარებული ეგზიტპოლი ამ არჩევნებზე მანიპულაციის შანსებს შეამცირებს. მმართველი გუნდი მიწვევის მიუხედავად, შეხვედრას არ დაესწრო.

 

 

  

ამავე თემაზე
დღის ამბები