01 აპრილი 2025,   15:17
ვრცლად
"ნაციონალური მოძრაობის" ინფორმაციით რეგიონში მათ კანდიდატებზე ზეწოლა ხორციელდება
Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x
    • Chapters
    • descriptions off, selected
    • subtitles off, selected

      „ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით რეგიონებში პარტიის კანდიდატებს აშინებენ და მათზე ხორციელდება ზეწოლა. როგორც ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა, თვითმმართველობის არჩევნებზე საკუთარი კანდიდატურა პარტიის რამდენიმე წევრმა მოხსნა და ამის მიზეზი არის ის ზეწოლა, რომელიც სახელისუფლებო კანდიდატების მხრიდან ხორციელდება.

      „ყველა ეს შემთხვევა ხასიათდება ერთი და იგივე ხელწერით როდესაც ჩართული არიან ადმინისტრაციული ორგანოები, სამართალდამცავი ორგანოები. ხდება მათი ოჯახის წევრებზე ზეწოლა, ხდება კონკრეტული მაღალანაზრაურებადი სამუშაოს შეთავაზება სიიდან ამოღების ან კანდიდატურის მოხსნის სანაცვლოდ,“-განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

      ბეჟაშვილი ადგილობრივ და საერთაშორისო დამკვირვებლებს მოუწოდებს საკითხით დაინტერსდნენ.

      დღის ამბები
      მეტი