22 დეკემბერი 2024,   10:20
ვრცლად
სადახლოში „ოცნებასთან“ შეხვედრისთვის ჩაშლილი სასწავლო პროცესი - მომხდარს სადისციპლინო კომისია სწავლობს

„ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო შეხვედრის გამო ჩაშლილი სასწავლო პროცესი სადახლოში - სახელისუფლებო პარტიის შეხვედრაში მასწავლებლებთან ერთად, სკოლების მოსწავლეებიც მონაწილეობდნენ.

სადახლოს მეორე საჯარო სკოლის ხელმძღვანელმა, ადილ შარიფოვმა სასწავლო პროცესი ჩაშალა, რადგან მოსწავლეები და პედაგოგები „ქართული ოცნების“ საარჩევნო შეხვედრაზე, სადახლოს კულტურის ცენტრში წაიყვანა. სკოლის დირექტორმა ჟურნალისტის კითხვებს არ უპასუხა.

„კურიერის“ კამერასთან საუბარი იმ მასწავლებლებსაც აუკრძალეს, ვინც სადახლოს კლუბში მმართველი გუნდის წინასაარჩევნო შეხვედრაზე წაიყვანეს.

შეხვედრაზე „ქართული ოცნების“ კანდიდატები შეკრებილებს მმართველი ძალისთვის ხმის მიცემის აუცილებლობაში არწმუნებდნენ. შეხვედრის ამსახველი ფოტოები და ვიდეო, სადაც სცენაზე „ქართული ოცნების“ სიმბოლოიანი ტანსაცმლითა და დროშებით არასრულწლოვნები ფიგურირებენ, ამავე სკოლის ქართული ენის მასწავლებელმა, ნათია მანიამ საგანგებოდ გადაიღო, რომლის ინფორმაციით, შეხვედრას ოთხი საჯარო სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები დაესწრნენ.

სადახლოს კულტურის ცენტრში წინასაარჩევნო შეხვედრაში მონაწილეობას სკოლის მოსწავლეებიც ადასტურებენ.

მომხდარს სადისციპლინო კომისია სწავლობს. თუმცა, შესწავლის მიზეზი არა პარტიულ შეხვედრაზე მასწავლებლების და მოსწავლეების წაყვანა, არამედ გაკვეთილების უნებართვოდ გაცდენაა.

ამავე თემაზე
დღის ამბები