27 ნოემბერი 2024,   22:38
ვრცლად
მმართველი გუნდი პრეზიდენტის ვეტოს მხოლოდ მათ მიერ შეთავაზებულ საკითხზე გაიზიარებს

საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, საპარლამენტო უმრავლესობის პოზიცია უცვლელია. მმართველი გუნდი პრეზიდენტის ადმინისტრაციის ახალ შეთავაზებას არ იზიარებს და ვეტოს დასაძლევად ემზადება.

მამუკა მდინარაძის განმარტებით, შენიშვნებს იმ შემთხვევაში გაითვალისწინებენ, თუკი დოკუმენტში პრეზიდენტი მხოლოდ ორ, მათ მიერვე შეთავაზებულ, პუნქტს ასახავს.

ვეტოს დაძლევის შემთხვევაში კი, უმრავლესობა ბლოკებისა და ბონუსების საკითხზე ცვლილებების ინიცირებას დამოუკიდებლად გეგმავს.

„არსებობს ორადორი საკითხი, რომელზეც საყოველთაო კონსენსუსი არსებობს. თუ ამ ორ საკითხთან დაკავშირებით იქნება პრეზიდენტის ვეტოში მსჯელობა, ბუნებრივია, ჩვენ მას გავიზიარებთ, ხოლო თუ დაემატება მესამე, მეხუთე ან სხვა რაოდენობის ნებისმიერი საკითხი, ჩვენ ვიმსჯელებთ ვეტოს დაძლევაზე. იმიტომ, რომ დისკუსია კონსტიტუციასთან დაკავშირებით არის მორჩენილი, კონსტიტუცია მიღებულია და ის დადებითად არის შეფასებული ვენეციის კომისიის მიერ. შესაბამისად, პრეზიდენტს შეუძლია პოზიტიური როლი შეასრულოს ამ პროცესში ან ნებისმიერ შემთხვევაში ეს მოხდება ჩვენი ინიცირებით, პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის შემდეგ,“ - განაცხადა პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ.

დღის ამბები